Facebook-მა დაანონსა რომ მალე ორი ახალი საშუალება დაემატება კრიზისულ სიტუაციებში დახმარებისთვის. სისხლის შემოწირულობისთვის იქნება ბაზა, სადაც მომხმარებელს შეეძლება იპოვოს ხალხი და ობიექტები,რომლებიც ითხოვენ დახმარებას. მითითებული იქნება გადაუდებელი სიტუაციები და სპეციფიური დეტალები,როგორიცაა მაგალითად სისხლის ჯგუფი,ავადმყოფობის სიმძიმე და ა.შ. ეს ფუნქცია 15 მაისს ამოქმედდება ინდოეთში,ბანგლადეშსა და პაკისტანში.თავდაპირველად მისი გამოყენება მხოლოდ მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.
წლის ბოლოს დაემატება მეორე ფუნქციაც,რომლის მეშვეობითაც დაზარალებულ მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საშუალებით(იქნება ეს სტატუს update,ფოტო თუ ვიდეო). Facebook-ი ითვალისწინებს იმასაც რომ შესაძლოა ეს ფუნქცია ბოროტად იყოს გამოყენებული,ამიტომ მხოლოდ იმ მომხმარებლისთვის იქნება შესაძლებელი სიახლის ატვირთვა,ვინც უშუალოდ კრიზისულ სიტუაციაშია.დიდი ალბათობით facebook-ი ამის დასადგენად location settings გამოიყენებს.