Google-ის ამ ახალმა განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორც პრესაში ისე სამედიცინო კომპანიებში. ამის შესახებ ცნობას bloomberg -ი გვაწვდის. მიმდინარეობს მუშაობა ახალ ალგორითმზე რომელიც დაადგენს თუ რა აწუხებს პაციენტს, რამდენ ხანში განიკურნება და მათ შორის რამდენ ხანს იცოცხლებს, მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სამედიცინო კომპანიები დიდი ხანია ქმნიან პაციენტთა ისტორიების ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომლის დახმარებითაც მომავალში შესაძლოა რომელიმე კონკრეტული დაავადების თავიდან აცილება მოხდეს. Google-მა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ეს ყველაფერი ბევრად გაამარტივა და უშუალოდ პაციენტს შეეძლება შეიტყოს საკუთარი დიაგნოზი და რამდენად საშიშია ის.

Bloomberg-ის სტატიაში ერთ საინტერესო მაგალითსაც წავაწყდებით: ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმებმა, მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალს უთხრეს რომ მისი გარდაცვალების საფრთხე სულ რაღაც 9% იყო, Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა კი ეს ალბათობა 20%-მდე  გაზარდა და აჩვენა, რომ ქალბატონი მალე გარდაიცვლებოდა. საბოლოოდ სწორედ Google-ის პროგნოზი გამართლდა.

მსგავსი სისტემის შექმნას სხვადასხვა კომპანიები ადრეც ცდილობდნენ. Google-ში აცხადებენ რომ ამ ინოვაციის შეთავაზებას სამედიცინო დაწესებულებებშიც გააგრძელებენ.