ბოლო პერიოდის განმავლობაში Twitter-ი მკაცრ ზომებს იღებს ყალბი ექაუნთების საძიებლად. ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო ექაუნთების აქტიურად წაშლა, რაც განსაკუთრებით კარგად, ცნობილი ადამიანების გამომწერების რაოდენობაზე აისახა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის ექაუნთიდან 300 000 გამომწერი წაიშალა, ამი შესახებ კი ინფორმაციას CBS News-ი აქვეყნებს

გამომწერები დაკარგა რიგით 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც, მის შემთხვევაში კი ეს ციფრი დაახლოებით 2 მილიონს აღწევს. პოლიტიკოსების გარდა, გამომწერების რაოდენობა მკვეთრად მოაკლდა ცნობილ ადამიანებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს.

გასული ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა სტატისტიკისა და Twitter-ის ადმინისტრაციის განცხადებით დაახლოებით 70 მილიონი ექაუნთი წაიშალა.ეს ყველაფერი კი ყალბი ახალი ამბების გავრცელებასთან ბრძოლის გამო დაიწყო. ამერიკის სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანიზაციებიდან Facebook-მა და twitter-მა არაერთხელ მიიღო კრიტიკა, იმის გამო რომ ცრუ ინფორმაციები ადვილად ვრცელდებოდა.