Mozilla-ს ახალი პროექტი Scout ხმოვან ბრაუზერს წარმოადგენს. ამის შესახებ საინფორმაციო საიტი engadget აცხადებს. მომხმარებელს საშუალება ექნება ხმოვანი ბრძანების მეშვეობით გახსნას ან ცვალოს ვებ-გვერდები. როგორც ჩანს ჯერჯერობით ახალი ფუნქცია ადრეულ სტადიაზე იმყოფება და დახვეწას საჭიროებს.

აღსანიშნავია ისიც რომ Google-ი, Apple-ი,  Amazon-ი  და Microsoft-ი ჯერჯერობით მათი ხმოვანი ასისტენტის დახვეწას არ ჩქარობენ. კომპანია Mozilla-ს განცხადებაზე დაყრდნობით, ისინი ამბობენ რომ მაქსიმალურად მარტივ და მომხმარებელზე მორგებულ სისტემას შექმნიან და ასევე გაითვალისწინებენ პირადი მონაცემების დაცვის საკითხსაც.

ჯერჯერობით უცნობია როდის გახდება ხმოვანი ბრაუზერი ხელმისაწვდომი.