ტექნოლოგიური და ციფრული სამყარო ყოველდღიურად ვითარდება. Adobe Photoshop-ი რომელიც 28 წელია არსებობს, დღეს ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც გამოავლენს ფოტოების სიყალბეს. ინფორმაცია კომპანიამ BBC-სთან ინტერვიუს დროს დაადასტურა.

Adobe-ს მთავარი მკვლევარი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს ამბობს რომ ამ ფუნქციით შესაძლებელი იქნება ისეთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება და აღმოჩენა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. პროგრამა გეტყვით თუ ფოტო გადაკეთებული, ჩასმული ან თუნდაც მოჭრილია. აღსანიშნავია ისიც რომ კომპანია გაყალბების აღმოჩენის გაუმჯობესებაზე უკვე 14 წელია მუშაობს და აცხადებენ რომ ვერცერთი ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს 100 პროცენტიან კონტროლს.

თავდაპირველი კვლევა ორიენტირებულია სამი საერთო მანიპულირების მეთოდზე:

  1. splicing – როდესაც ორი სხვადასხვა ფოტო კომბინირებულია
  2. copy-move – როცა ფოტოზე ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება ან ამოჭრა ხდება
  3. removal – ამ შემთხვევაში კი გასაგები იქნება თუ რა ნაწილი წაიშალა ფოტოდან.