ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ Google-ის რუკას ახალი, Waze-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფუნქცია ემატება. ზოგიერთ ქვეყანაში აპლიკაცია უკვე აჩვენებს მსგავს ამბებს, თუმცა ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია.

როცა მანქანით მგზავრობისას თქვენ ადგილმდებარეობასთან ახლოს რაიმე სახის ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, ან გზა გადაიკეტება აპლიკაცია შეტყობინებას გამოგიგზავნით და ალტერნატიული გზის მოძებნას შემოგთავაზებთ.

Waze, Googleმა ხუთი წლის წინ შეიძინა 1 მილიარდ დოლარად. მაისში სტარტაპ ფუნქციად ნიუ-იორკის მეტროს რეისების გადადებისა და შეზღუდვის შესახებ ინფრომაცია დაემატა.