Sydney Morning Herald-ი აქვეყნებს სტატიას ავსტრალიელ დერსი მაკკეიზე, რომლის სიცოცხლე Siri-მ გადაარჩინა.
მოტომრბოლელი ავარიაში მოყვა და საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო.ინტერვიუში ის იხსენებს რომ ფეხები პარალიზებული ჰქონდა, მობილური ჯიბიდან ამოუვარდა და გადაწყვიტა Siri-ს დახმარებით სასწრაფო გამოეძახა. ხელების გამოყენების გარეშე, მან დართო აპლიკაციას ნება სასწრაფო დახმარებისთვის ზუსტი ლოკაცია გადაეცა. დაახლოებით 20 წუთში დამხმარე ჯგუფი გამოჩნდა და დერსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 17 წლის მოზარდი აიფონის მომხმარებლებს მოუწოდებს ენდონ და ხშირად გამოიყენონ ხმოვანი ასისტენტი.