ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი ვინც Facebook live-ს იყენებს. ბევრჯერ ამ ლაივებზე დაფიქსირებულა დანაშაულის ამსახველი სცენები, რომლებიც ხშირად საათზე მეტხანსაც კი გაგრძელებულა.
TechTimes-ის ცნობით Facebook-ის გუნდი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ამოიცნობს მკვლელობის ან სხვა სახის დანაშაულის ამსახველ კადრებს და ავტომატურად დაბლოკავს მას.
პირადი მონაცემების კონტროლთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ TechTimes-ი წერს იმასაც რომ ცუკერბერგი განსაკუთრებით მცირე დროში აპირებს ცვლილებების განხორციელებას.