WhatsApp-ზე თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია მედიაში ჯერ კიდევ თებერვალში გაჟღერდა. კომპანია გადარიცხვების სისტემისთვის რამდენიმე ბანკთან ითანამშრომლებს. BloombergQuint-ის ცნობით მათ შორის იქნება სამი უმსხვილესი ინდური ბანკი.
იმის გათვალისწინებით რომ WhatsApp-ის აპლიკაციით ყოველდღიურად 1,3 მილიონი ადამიანი სარგებლობს, სპეციალისტები თვლიან, გადახდების ბიზნესში სერიოზული კონკურენტი შემოდის.
როგორც ცნობილია WhatsApp-ი მომდევნო კვირაში განახლებას აპირებს,მედიაში არ გამორიცხავენ რომ შესაძლოა უკვე ამ აფდეითის დროს გახდეს შესაძლებელი ახალი სერვისის გამოყენება.