Facebook-ის ცნობილი სკანდალის შემდეგ ბევრმა სოციალურმა ქსელმა იგრძნო საფრთხე.twitter-ის მონაცემთა დაცვის უფროსის განცხადებით ისინი მალე განაახლებენ უსაფრთხოების სისტემას.ასევე მომხმარებელს მიაწოდებენ ინფორმაციას თუ როგორ აპირებენ ამ სიახლის გამოყენებას სწორად.დემიენ კიერანი ხაზს უსვამს რომ twitter-ი ეცდება ყველა ცვლილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე.დაანონსდა ასევე თარიღიც როცა დაიწყება უსაფრთხოების ახალი მექანიზმის ამუშავებაც – 25 მაისი. twitter-ის გუნდს დაახლოებით ერთი თვე აქვს მომხმარებლის ნდობის გასამყარებლად.