სამსუნგი უსაფრთხოების სისტემებს ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ერთგულ მომხმარებელს უსაფრთხოების ახალი სისტემის შესახებ ამცნო, რომელსაც “ინტელექტუალური სკანირება” ერქმევა ( Intelligent Scan’ ). მისი გამოყენება Galaxy Note FE, S8, S8+, Note 8 და S9 / S9+ მოდელებზე იქნება შესაძლებელი. სკანირებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა სხვადასხვა ვარიანტში იქნება გადაწყვეტილი, მაგალითად თვალის ან სახის ამოცნობით.
როგორც აღნიშნეს, ამ ფუნქციის მთავარი მოვალეობა სმარტფონზე ბლოკის მოხსნა და გადასახადების გადახდის გამარტივება წარმოადგენს. ინტელექტუალური სკანირება შეძლებს ბრაუზერში საიდენტიფიკაციო კოდების შემოწმებას.
საყურადღებოა ისიც, რომ ინტელექტუალური სკანირება სხვადასხვანაირად იმუშავებს განსხვავებულ მოწყობილობებზე.
ახალი ფუნქციით სარგებლობა სამსუნგის მომხმარებლებს ბრაუზერის განახლების შემდეგ შეეძლებათ. ამის შესახებ TechGenyz-ი ავრცელებს ინფორმაციას