ჰეშთაგების როლი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ციფრულ მარკეტინგში.ის გვეხმარება სასურველი ბრენდების,კონტენტებისა და სერვისების აღმოჩენაში.ნებისმიერი სიტყვა შეიძლება გახდეს ჰეშთაგი და თქვენ ამით დაუკავშირდებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში,იმავე ინტერესის ადამიანს.ინსტაგრამისა და თვითერის თითქმის ყველა პოსტი შეიცავს ჰეშთაგებს.ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით კონკრეტულად ინსტაგრამზე თვის განმავლობაში 800 მილიონამდე აქტივობა ფიქსირდება,რომელთა დიდი პროცენტი ჰეშთაგების მეშვეობით რეკლამებს შეიცავს და ზოგჯერ მომხმარებლის გაღიზიანებასაც იწვევს.
პირველი ადამიანი ვინც ტვიტერზე 2007 წელს ჰეშთაგი გამოიყენა,გუგლის ყოფილი თანამშრომელი,კრის მესინა იყო.ის ცდილობდა შეემუშავებინა გზა რომლითაც ჯგუფურ შეტყობინებებს პასუხს გასცემდა და ყველასთვის მარტივად მისაწვდომს გახდიდა.

 ჰეშთაგების გამოყენებას უარყოფითი მხარეც ახლავს.კონკრეტული სიტყვა შესაძლოა არასწორ,ან განზრახ უარყოფით კონტექსტში იყოს განხილული,რაც რა თქმა უნდა ბრენდებისთვის კარგი არ არის.
ცოტა ხნის წინ ჰეშთაგებს ახალი ფუნქცია დაემატა,შეგიძლიათ გამოიწეროთ თქვენთვის რელევენტური სიტყვა და მიიღოთ მხოლოდ მასთან დაკავშირებული პოსტები.
ხშირად ტვიტერი ჩვენ ექაუნთზე ინსპირაციულ/გამამხნევებელ ჰეშთაგებს გვიჩვენებს როგორიცაა მაგალითად motivationmonday, traveltuesday, goodfriday