ცოტა ხნის წინ ჩატარდა WWDC 2018 სადაც Apple-მა მომხმარებლებს რამდენიმე სიახლე წარუდგინა.
როგორც ვიცით მიმდინარე წლის ბოლოს iOS 12-ის გამოსვლას უნდა ველოდეთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ის რომ მომხმარებელი თავად გააკონტროლებს, როდის და რამდენად ხშირად მიიღოს ნოთიფიქეიშენები მობილურში. შესაძლებელი იქნება დროებით დაბლოკვაც.კონფერენციაზე აღნიშნეს ის გარემოება რომ ხშირად ჩვენთვის არასასურველი შეტყობინების მიღება ცუდად მოქმედებს განწყობაზე და საჭიროა მათი გაფილტვრა. (Andorid-ს ეს ფუნქცია უკვე წლებია აქვს)
თუ აქამდე FaceTime-ით ორ ადამიანთან შეიძლებოდა საუბარი, ახლა ვიდეო ზარის განხორცილება ჯგუფურადაც შესაძლებელი იქნება.
განახლებულ iOS 12-ზე მომხმარებელს საშუალება ექნება საკუთარი emoji შექმენას რომელსაც Memoji ერქმევა.


აფდეითის შემდეგ თქვენი მობილურის კამერა 70%-ით ხოლო კლავიატურა 50%-ით უფრო სწრაფი გახდება.
კონფერენცია WWDC 2018 8 ივნისამდე გაგრძელდება.