ეძებთ გზებს,თქვენი ვებ-გვერდის სტუმრების ნდობის მოსაპოვებლად ? მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
1. About us/ Contact us-ში ინფორმაციის დამატება,რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს ვინ ხართ და როგორ დაგიკავშირდნენ.

2.Privacy Policy-ს ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა,ამიტომ როცა მომხმარებელი გაწვდით პირად ინფორმაციას,საჭიროა იცოდეს ვინ ნახავს/გამოიყენებს მას. The National Fraud Information Center-ის კვლევით გასულ წელს მომხმარებლის 25%-მა არშეიძინა ინტერნეტით პროდუქცია,პირადი მონაცემების გაჟონვის საფრთხის გამო.

3.Stanford University-ის კვლევით,ვებ-გვერდის ნდობას პირველ რიგში დიზაინი/სწორი კონტენტი განსაზღვრავს. ისეთი დიზაინი რომელიც 90-იანების ვებ-გვერდებს გავს რა თქმა უნდა მომხმარებელში დადებით განწყობას ვერ აღძრავს.

4.გვერდის პოპულარობის დაკარგვას გამოიწვევს არსებული broken link-ები და ძველი სტატიები,რომლებსაც სიახლეები არ ემატება.ამით მომხმარებელი იეჭვებს რომ საიტი აღარ ფუნქციონირებს.

5.ვებ-გვერდზე ბევრი ტექსტი და რეკლამა აბნევს მომხმარებელს.

6.მომხმარებლის ნდობისთვის ერთ-ერთი უმთავრესია საიტი სწრაფად იტვირთებოდეს.

და ბოლოს facebook-ის,twitter-ისა და სხვა სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება და თქვენი საიტის დარეკლამება.