კონტენტ კრეატორი – Content creator

Adsocial.ge აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის / კონტენტკრეატორის თანამდებობაზე.

“Adsocial” არის სწრაფად მზარდი კომპანია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს და არა მხოლოდ კომპანიებს, მაღალავტორიტეტულ პლატფორმებზე Guest Post-ების განთავსებას.

ვეძებთ კრეატიულ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი საქმიანობის თანამედროვე და საინტერესო ფორმატში წარმოჩენაში.

პოზიციის მიზანია კომპანიის სოციალური მედიის მართვა და ხარისხიანი, საინტერესო კონტენტის შექმნა, რომელიც სწორად გადმოსცემს ჩვენს საქმიანობას და გააძლიერებს ბრენდს.

ლოკაცია: თბილისი
დასაქმება: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა: Facebook, YouTube, TikTok, Instagram, LinkedIn
** ვიდეო და ფოტო კონტენტის გადაღება
** კონტენტის მონტაჟი და დამუშავება
** ყოველდღიური აქტივობის უზრუნველყოფა
** კონტენტ-გეგმის შემუშავება და შესრულება
** კომპანიის საქმიანობის შესწავლა და მისი მარტივად და საინტერესოდ გადმოცემა
** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და განვითარება
** ახალი იდეების და კონტენტის ფორმატების გენერირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება Social Media Management ან Content Creation-ში
** ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის ცოდნა
** კრეატიული აზროვნება და storytelling უნარი
** სოციალური მედიის ტრენდების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითორგანიზება
** კომუნიკაციის უნარი და გუნდში მუშაობის გამოცდილება
** სურვილი ტექნიკურ სფეროში ჩაღრმავების და სწავლების

რას გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** რეალურ და მასშტაბურ პროექტებში ჩართვას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ ფორმა: forms.app/content-creator-job-application

გისურვებთ წარმატებას.

მსგავსი პოსტები

კბილის იმპლანტი – თანამედროვე სტომატოლოგიის ოქროს სტანდარტი ღიმილის აღსადგენად

კბილის დაკარგვა ყველაზე მეტად თავდაჯერებულობაზე მოქმედებს, ადამიანები თამამად ვეღარ...

ემოცია ყუთში: რატომ არის სასაჩუქრე ნაკრები საუკეთესო გზა ყურადღების გამოსახატად?

სასაჩუქრე ნაკრები საუკეთესო არჩევანია, რადგან ის პრაქტიკულობას, ესთეტიკას და...

ჩვენი ნამუშევრები

brandnews featured image
ბანერების განთავსება

brandnews.ge ახალი ამბები

brandnews.ge არის ციფრული პლატფორმა, რომელიც აწვდის მომხმარებლებს უახლეს სტატიებსა...
aviabiletebi online
გესთ პოსტები

aviabiletebi.online ავიბილეთების საძიებო სისტემა

საიტი aviabiletebi.online არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავიაბილეთების...
aviatravel
ბანერების განთავსება

aviatravel.ge ტურები

Aviatravel.ge არის ქართული ტურისტული სააგენტო, რომელიც სპეციალიზდება ტურების ორგანიზებაში....