ყველა დიდი თუ მცირე ბიზნესი,მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისას უპირატესობას Facebook-ს ანიჭებს. ისეთი დიდი სოციალური ქსელები როგორიცაა Twitter-ი და Youtube-ი დღემდე ვერ უწევენ კონკურენციას Facebook-ს მარკეტინგული კუთხით.

ბიზნესები კი ჯერ კიდევ სწავლობს Facebook-ის შესაძლებლობებს
Buddy Media აქვეყნებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს:

1. რამდენად ხშირად უნდა ვპოსტოთ ჩვენ გვერდზე ?

2.როგორი ტიპის პოსტები გამოიწვევს მომხმარებლის აქტიურობასა და ჩართულობას ?

3.რა დროს(დღის რა მონაკვეთში) უნდა გამოვაქვეყნოთ სიახლეები ?

ამ ყველაფრის შესაჯამებლად არსებობს სხვადასხვა კვლევაზე დაფუძნებული რამდენიმე გზა.

1.საუკეთესო დრო დასაპოსტად
ანალიზმა აჩვენა რომ საუკეთესო დრო სიახლის დასადებად საღამოს საათები 20: 00 – 21 :00 პერიოდია,მაშინ როცა სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობა სამსახურს ამთავრებს.

2.საუკეთესო დღე პოსტებისთვის
კომპანიების უმსავლესობა კვირის თითქმის ყოველ დღეს იყენებს პოსტების დასადებად,თუმცა სხვადასხვა ევროპული კვლევითი ჯგუფი ამბობს რომ საუკეთესო დღეები,ჩართულობის მხრივ ოთხშაბათი და კვირაა.

3.დღის განმავლობაში რამდენჯერ ჯობია დაპოსტვა
საინტერესოა რომ აქტიურობის(ლაიქებისა და კომენტარების) მხრივ დღეში სამამდე პოსტი უფრო მომგებიანია.


4.ყოველკვირეული პოსტების სიხშირე
დაახლოებით  ოთხ პოსტს მომხმარებელთა 71% პროცენტის ჩართულობა მოყვება,ვიდრე ხუთს ან მეტს.

5.პოსტების სიგრძე
სტატისტიკურად თუ პოსტი 80-მდე სიმბოლოს შეიცავს, მომხმარებლის 66%-ის ჩართულობას იღებს.საყურადღებოა რომ თუ პოსტის აღწერა დიდია და see more-ს შეიცავს,ხშირ შემთხვევაში არამომგებიანია.

6.პოსტების შინაარსი
დიალოგის დასაწყებად საჭიროა მომხმარებელს კითხვებით მიმართოთ,მათი რჩევები ითხოვოთ,რითაც კომენტარების რაოდენობას გაზრდით.

7.Key Words პოსტებში
საკვანძო სიტყვები პოსტის აღწერაში ყოველთვის ყურადღებას იქცევს,ბრენდებისა და კომპანიების შემთხვევაში დადასტურებულია რომ მომხმარებელთა ჩართულობას იწვევს ისეთი სიახლეები რომლებიც შეიცავს სიტყვებს : “ფასდაკლება”,”off”, “%”,”კუპონი” და ა.შ.

8.აქციებისა და ფასდაკლებების ხშირი შეთავაზება
მომხმარებელი ყოველთვის ინტერესდება ფასდაკლებებითა და აქციებით,იმის და მიუხედავად რამდენად მომგებიანია. პოსტი მარტივად შესამჩნევი რომ იყოს უმჯობესია ფასდაკლების/აქციის გამომხატველი ფოტოს დადება.

9.პოსტების სიმარტივე
მაქსიმალურად მარტივი პოსტები როგორიცაა სტატუსი ან ფოტო უფრო ამართლებს ხოლმე,ვიდრე ბმულებისა და ლინკების მიმაგრება.