პირველ რიგში თქვენი გვერდისთვის ლურჯი ან ნაცრისფერი ნიშნის მისანიჭებლად, საჭიროა შეამოწმოთ აკმაყოფილებთ თუ არა იმ კრიტერიუმებს რასაც facebook-ი ითხოვს. ეს მიღწევადია, მაგრამ ყველასთვის გახსნილი არ არის.
Facebook-ი მის Help Article-ში განმარტავს, რომ მხოლოდ ბრენდებს, მედია ორგანიზაციებსა და საზოგადო მოღვაწეებს შეუძლიათ ლურჯი ნიშნის მოპოვება. გადამოწმების დროს ისინი აკვირდებიან და ამოწმებენ, რამდენად სრულადაა მონაცემები ექაუნთზე, შეესაბამება თუ არა პოლიტიკური მიმართულება და საზოგადოებრივი ინტერესები.
თუ არ ხართ საზოგადო მოღვაწე, არ გაქვთ ბრენდი ან მედია ორგანიზაცია Facebook-ი ამბობს, რომ არსებობს ბევრი სხვა გზა, დაარწმუნოთ ადამიანები, რომ თქვნი გვერდი აუთენტურია. გაეცანით Facebook Terms of Service-ს და პროფილის ფოტოდან დაწყებული, პოსტების შინაარსით დამთავრებული, გადაამოწმეთ ყველაფერი, თუ ექვემდებარება სინამდვილეს. ამის შემდეგ გადადით და შეავსეთ ეს ფორმა Request a blue verification
Facebook-ი ინფორმაციის მიღების შემდეგ მოითხოვს თქვენს ოფიციალურ ფოტოს, რომელიც შესაძლოა იყოს, პასპორტის ან თუნდაც მართვის მოწმობის საბუთზე გამოყენებული. ზოგ შემთხვევაში სვამენ კითხვასაც : რატომ უნდა იყოს თქვენი ანგარიში ლურჯი ნიშნით დამოწმებული ? Facebook-ის გუნდი თქვენგან გულახდილ პასუხს ითხოვს, რომ უკეთესად განიხილონ თქვენი მოთხოვნა. ეს ყველაფერი რამდენიმე წინადადებაში შეიძლება გადმოიცეს.
მოთხოვნის განხილვის შემდეგ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ახალი მოთხოვნის გაგზავნა 30 დღეშია შესაძლებელი.