გასული საუკუნის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი,რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავტომობილო ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი ჰენრი ფორდია.ის ჯერ კიდევ მაშინ თვლიდა რომ სწორად გაკეთებული რეკლამა წარმატების მიღწევისთვის უმთავრესია და ამბობდა რომ თუ ექნებოდა ოთხი დოლარი,აქედან სამს რეკლამაში დახარჯავდა.ფორდმა ავტომობილების კონსტრუქცია გაამარტივა,ყურადღებას ამახვილებდა ისეთ დეტალებზე,რაც შემდეგში შემოსავლიანი გახდა.
ფორდმა მასობრივი წარმოების ტექნიკა დაიწყო,რომელმაც ამერიკული ინდუსტრიის რევოლუცია გამოიწვია.განსაზღვრა და გადაანაწილა საქმე რომელიც კონკრეტულ,განსწავლულ ხალხს ჩააბარა.მნიშვნელოვანია ისიც რომ ფორდი,როგორც დამსაქმებელი მუშებზე ზრუნავდა,სამუშაო საათები შეამცირა და ხელფასი მოუმატა.
1920-იანი წლების სტატისტიკით ათიდან ექვსი/შვიდი მანქანა ფორდი იყო.
პ.ს როგორც ჰენრი ფორდი ამბობდა მარცხი,ახალი შესაძლებლობა უნდა იყოს,რომ თავიდან სცადო,მაგრამ ამჯერად უფრო ჭკვიანურად.